logo
ENG



"ეს არის ქართული რეჟიმი" - სტუ-ის რექტორის მტკიცებით, კანონი რუსული არ არის

16 მაი 202411:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/3xmnhf9uy55cbkk.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებთან შეხვედრის დროს მმართველი პარტიის რიტორიკა გაიმეორა და თქვა, რომ კანონი რუსული არ არის.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა კანონი რუსული, მან ასე უპასუხა: "არავითარ შემთხვევაში. არა!"

ის ასევე "დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ არის".

"სად არის რუსული რეჟიმი, შვილო? ეს არის ქართული რეჟიმი. კი დარწმუნებული ვარ"- თქვა გურგენიძემ.

დამაზუსტებელ შეკითხვას, მიდის თუ არა ქვეყანა რუსეთისკენ, მან ასე უპასუხა: "თქვენი მიაქანებთ [რუსეთისკენ ქვეყანას] თქვენი ამ საქციელით".

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ერთ-ერთია, რომელმაც 14 მაისს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა.

სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ნაწილის განცხადებაში ნათქვამია, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.

 


close დახურვა